2016 წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის ანგარიშში, რომელიც 2016 წელს საქართველოში ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას ასახავს, ერთ წლამდე ასაკის ბავშვების გარდაცვალების საგანგაშო მაჩვენებელია. ომბუდსმენის ინფორმაციით, გასულ წელს ერთ წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა.

”მთავარი გამოწვევები და პრობლემები იგივეა, რაც წინა წლებში. ბავშვთა მიმართ ძალადობის მასშტაბები კვლავ მაღალია, ბავშვთა სიღარიბე ასევე ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობით, საქართველო კვლავ მაღალ ადგილზეა. გასულ წელს 1 წლამდე ასაკის 511 ბავშვი გარდაიცვალა და ეს მაჩვენებელი საგანგაშოა. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვთა მიმართ არის სერიოზული პრობლემები და ა.შ. საკმაოდ ბევრია პრობლემა, რომელსაც ბავშვები აწყდებიან”, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები