აფგან მუხთარლის საქმეზე შსს-ში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა. არსებული ინფორმაციით, ბრიფინგის თემა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე იქნება.

ბრიფინგი უწყებაში 11:00 საათისთვის არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები