მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობა 2014 წელსაც გაგრძელდება
სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა ორგანიზაციასთან „ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში“ (NORLAG ) დადებული შეთანხმება შეასრულა. შეთანხმების მიხედვით, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშემწყობი პროცესები 2014 წელსაც გაგრძელდება. გარდა ამისა, დადებული შეთანხმების საფუძველზე, ნორვეგიის მისიის დასრულების შემდეგ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ვალდებულებას იღებდა, რომ ორგანიზაციის სოციალურ მუშაკებს დაასაქმებდა დეპარტამენტში და ისინი პროექტებში ჩართვას დეპარტამენტის დაქვემდებარების ქვეშ გააგრძელებდნენ. პროექტის ფაგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის ფილმის პრემიერა, მოეწყო სპექტაკლის ჩვენება, ჩატარდა პოეზიის საღამო, ინტელექტუალური თამაშები და შეხვედრა ცნობილ პიროვნებებთან.