ფილიპინების ჯარი ქალაქის გათავისუფლებას ცდილობს, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დაიკავეს (ფოტოკოლაჟი)

ფილიპინების შეიარაღებული ძალები ქალაქ მარავის გათავისუფლებას ცდილობენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დაიკავეს. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ოპერაციაში სპეცდანიშნულების ძალები და ავიაციაც მონაწილეობს. ტერორისტები ფილიპინების სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქში იმყოფებიან, რომლის მოსახლეობა 200 ათას ადამიანს შეადგენს.
საბრძოლო მოქმედებების გამო ქალაქიდან ათასობით ადამიანი გაიქცა. მარავი ფილიპინების სიდიდით მეორე კუნძულზე, მინდანაოზე მდებარეობს. პრეზიდენტმა დუტერტემ ამ პროვინციაში სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა.
საბრძოლო მოქმედებების შედეგად უკვე დაღუპულია 21 ადამიანი. ხუთშაბათს ფილიპინების შეიარაღებულმა ძალებმა შეტევა განაახლეს. ქალაქში სროლის და აფეთქებების ხმა ისმის.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები