ოტობაიაში გამგებლის სახლში აფეთება მოხდა
სახლში, სადაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას გამგებელი ვიტალი სოროკინი ცხოვრობდა, აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სოროკინი შოთა გითოლენდიას სახლში ცხოვრობს.
წინასწარი ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლში მინები ჩაიმსხვრა.
ადგილზე ვითარების შესასწავლად აფხაზური „მილიციის“ და რუსეთის უშიშროების სამსახურის, ასევე გალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები მივიდნენ.