მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ტერორისტების განცხადებაშია აღნიშნული,
„ხალიფატის ჯარისკაცმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა“.
ინგლისში მანჩესტერ არენაზე მომხდარ აფეთქებას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. სისხლიანი თავდასხმა არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ, განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები