ვენესუელაში მომიტინგეებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტ უგო ჩავესის სახლი დაწვეს

ვენესუელაში მომიტინგეებმა ქვეყნის ექსპრეზიდენტ უგო ჩავესის სახლი დაწვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სახლის დაწვა, შურისძიება იყო ქალაქ ბარინასში ნაციონალური გვარდიის მიერ, 19 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობის გამო.
6 მაისს, ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის უგო ჩავესის ძეგლი წააქციეს და დაწვეს.
ბოლო დღეებში ვენესუელაში პოლიტიკური კრიზისი გამწვავდა. მძიმე სიდუხჭირეში მყოფი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ვადამდელი არჩევების დანიშვნა მოითხოვა. სიტუაცია მას შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა, როცა პრეზიდენტმა მადურომ მიიღო გადაწყვეტილება ახალი პარლამენტის მოწვევის შესახებ, რომელსაც ახლანდელი ეროვნული ასამბლეა უნდა ჩაენაცვლებინა. ახალ პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის უფლება ექნებოდა.
ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მალევე გააუქმა, თუმცა ამან ხალხის პროტესტი ვერ შეაჩერა. ბოლო ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების შედეგად 50-მდე ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები