“ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტებს სოციალური ქსელებით სარგებლობა აუკრძალეს
ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს სოციალური ქსელების გამოყენება აუკრძალეს. შესაბამისი ბრძანების გაცემის შესახებ ჯიჰადისტებზე მოთვალთვალე ორგანიზაცია SITE-ი წერს.
დაჯგუფების ხელმძღვანელები მებრძოლებს მიმართავენ არ გამოიყენონ სოციალური ქსელები, რადგან ამით შესაძლებელი გახდება მათი მდებარეობის დადგენა. ტექსტში აღნიშნულია, რომ ბრძანება ცხელ წერტილებში მყოფ შენაერთებს ეხება.
“ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე ორ წელზე მეტია აკრძალულია Apple-ის ტექნიკა. დაჯგუფების ექსპერტების შეფასებით, მისი საშუალებით ტერორისტებზე თვალთვალია შესაძლებელი.