სიცილიაზე ადგილობრივი მაფიის ერთ-ერთი მეთაური მოკლეს
სიცილიის ქალაქ პალერმოში ადგილობრივი მაფიის ერთ-ერთი მეთაური ჯუზეპე დაინოტი მოკლეს.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, ორი გასროლის შემდეგ, ხიდთან დაგდებული კაცი დაინახა, რომელიც დასისხლიანებული იყო.
სამართალდამცველების თქმით, დაინოტის, სავარაუდოდ, ორი პირი დაესხა თავს, რომლებმაც მიმალვა მოახერხეს. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაინოტის მკვლელობა სხვადასხვა დანაშაულებრივ ჯგუფს შორის კრიმინალურ ომს უკავშირდება.