შინდისში გაზის გაჟონვის შედეგად, 37 წლის ქალი გარდაიცვალა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში უბედურ შემთხვევას ქხალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, 37 წლის ქალბატონი სავარაუდოდ გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.
უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალი ოჯახის წევრებმა ნახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ზუსტი მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია, თუმცა გაჟონვა შესაძლოა წყლის გამაცხელებლის გაუმართავმა მუშაობამ გამოიწვია.
დაღუპულს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.