ჩრდილოეთ ინდიანას შტატში წყალდიდობაა. ადგილობრივი სამაშველო დეპარტამენტის განცხადებით, რამდენიმე ბიზნესცენტრი და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა.
„მოსახლეობა შესაძლოა, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, სახლში დარჩეთ და არ გამოხვიდეთ გარეთ. საკმაოდ საშიში სიტუაციაა“,- აღნიშნულია ადგილობრივი მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებაში.
სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.