ბოლნისში პროექტის – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ შეხვედრა გაიმართა

„მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG)- ამ პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკონფერენციო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების, კერძო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანიც თანამშრომლობის ფარგლებში, ადგილობრივი ეკონომიკის ზრდა-განვითარებისა და უმუშევრობის შემცირების პერსპექტივის განხილვა იყო.
​ამ პროექტის ფარგლებში, 2015 წლის 16 მარტს ბოლნისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა ევროკომისიის ინიციატივით შექმნილ მერების შეთანხმებას, რომლის მიზანიც ენერგეტიკის მდგრადი პოლიტიკის განხორციელებაში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარება და წახალისებაა. ბოლნისის მიერ ევროკავშირის ,,მერთა შეთანხმებით“ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, განხორციელდა ,, მზის ენერგოფერმის“ მოწყობა, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას.
2017 წლიდან დაიწყო მერების შეთანხმების ახალი ფაზა – „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG), რომელიც წარმოადგენს ახალ წამყვან ინიციატივას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და მიმართულია მდგრადი მუნიციპალური განვითარებისკენ. იმისთვის, რომ ევროკომისიის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ახალ ინიციატივას შევუერთდეთ, გაწერილია გარკვეული ვალდებულებები, რაც გულისხმობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას. ასევე, ამ პროგრამის ფარგლებში, შესაძლებელია დაიწეროს საგრანტო განაცხადი და მუნიციპალიტეტმა მიიღოს 300 000- დან 600 000-მდე ევროს მოცულობის დაფინანსება, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება. პროექტის ფარგლებში, აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობა, როგორც კერძო, ასევე, არასამთავრობო სექტორთან.
​შეხვედრა დისკუსიის ფონზე წარიმართა, ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორზე, სადაც პრიორიტეტად ბოლნისის გერმანული უბნის განვითარება დასახელდა, რისთვისაც პროექტის ფარგლებში, მცირე ბიზნესგრანტი გაიცემა. ასევე, გაჩნდა ახალი იდეები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების მხრიდან, რომელთა მიზანი იქნება ადგილობრივი კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის განვითარებაზე ზრუნვა.
​პროექტის განსახორციელებლად, შემდეგი ეტაპი ითვალისწინებს ადგილობრივი ასოციაციის შექმნას, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის, კერძო, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გაერთიანდებიან. ასევე, იგეგმება ბიზნესსკოლის შექმნა, რომელიც დააკმაყოფილებს ბიზნეს სექტორის მხრიდან წამოყენებულ მოთხოვნებს, შესაბამისი კადრების გადამზადების კუთხით, რომლებიც კვალიფიკაციის დამადასტურებელი შესაბამისი სერტიფიკატით იქნებიან უზრუნველყოფილი. ჩატარდება ბიზნესტრენინგები და კონსულტაციები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მარკეტინგი, ბუღალტერია, ფინანსების მართვა, ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან და დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ბიზნესის განსავითარებლად სიღრმისეულად გაეცნონ საბანკო სესხების მნიშვნელობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები