ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავი გაუჩინარდა – დაკარგულთა შორის ორი ბავშვია

ბერმუდის სამკუთხედში თვითმფრინავი გაუჩინარდა. “როიტერის” ინფორმაციით, მცირე ზომის თვითმფრინავი, რომელიც რადარებიდან გაუჩინარდა, პუერტო-რიკოდან ფლორიდაში მიფრინავდა.
თვითმფრინავში სულ ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი ბავშვია. თვითმფრინავის პულტთან კომპანია „Skylight Group“ დირექტორი იყო. მას თან ორი შვილი და მეგობარი ახლდა.
რადარებიდან თვითმფრინავი ბაჰამის კუნძულებიდან 60 კილომეტრში გაუჩინარდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები ბაჰამის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს. ამერიკის სახმელეთო დაცვა ბორტზე მყოფ პირებს ეძებს.
​ბერმუდის სამკუთხედს, რომელიც სპეციალისტების გათვლით, სწორედ ფლორიდასა და პუერტო-რიკოს შორის მდებარეობს, ბევრი თვითმფრინავისა და გემის გაუჩინარება უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები