მამაკაცი, რომელიც თეთრი სახლის ღობეზე გადახტა, დაკავებულია

ამერიკის სპეცსამსახურებმა მამაკაცი დააკავა, რომელიც თეთრი სახლის ღობეზე გადახტა. ამის გამო, დღეს თეთრი სახლის ყველა შესასვლელ-გამოსასვლელი დაკეტეს.
​ამერიკის სპეცსამსახურების ინფორმაციით, შემთხვევა პენსილვანია-ავენიუს ქუჩაზე მოხდა. პრეზიდენტი ტრამპი კი რეზიდენციის ამ ნაწილში ცხოვრობს და მუშაობს.
„ეჭვმიტანილი დაკავებულია“,- ეს განცხადება საიდუმლო სამსახურის „თვითერის“ გვერდზეა გამოქვეყნებული. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები