ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს შესახებ ე.წ."მოგზაურთა გაფრთხილება" არ გამოუცია

  საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ქართული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, გამოეხმაუროს რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საკუთარ მოქალაქეებს, 2014 წელს თავი აარიდონ საქართველოში მოგზაურობას.
„გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს სახელმწიფო დეპარტამენტში დაუდასტურეს, რომ მათ საქართველოს შესახებ ე.წ. „მოგზაურთა გაფრთხილება“ არ გამოუციათ. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, ოფიციალურ ვებგვერდზე: „state.travel.gov“ განთავსებული ინფორმაცია, მათ შორის საქართველოს შესახებ, ყოველწლიურად, ზაფხულის პერიოდში ახლდება და ბოლო წლების განმავლობაში მოიცავს მხოლოდ მკაცრ გაფრთხილებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობის შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ორი რეგიონი – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და მასზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, სხვა რაიმე სახის გაფრთხილება, რომ მოქალაქეებმა თავი აარიდონ საქართველოში მოგზაურობას, არ გამოცემულა“,- აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები