რას აცხადებს პროკურორი ლაშა თორდიას დაკითხვის შეწყვეტის შემდეგ

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორი ზაზა დათუაშვილი ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებს. მისი თქმით, გამოძიებამ მიიღო თორდიასგან ინფორმაცია თავდასხმის შესახებ, თუმცა პროკურორს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალები არ დაუკონკრეტებია.
კითხვაზე – დაიკითხა თუ არა ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, არის თუ არა ამოღებული ვიდეოკამერის ჩანაწერები და მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება, პროკურორმა განაცხადა, რომ ყველაფერი გამოძიების ტექნიკის და პრაქტიკის გათვალისწინებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ გენერალურ აუდიტორს გამომძიებელი დღეს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ჰკითხვადა. ლაშა თორდიას გამოკითხვა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. მიზეზი პაციენტის არტერიული წნევის მატება გახდა.​
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ფიზიკური შეურაცხყოფა 12 მაისს მიაყენეს.თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები