პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიმართ ბრალდების მხარე პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი 2 ათასიდან 8 ათასამდე ოდენობის გირაოს შეფარდებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები – მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.
მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები