ჯეჯელავა ბესელიას მხრიდან მარგველაშვილისადმი გამოთქმულ კრიტიკას “დამსახურებულს” უწოდებს

ვიცე-პრემიერი, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ გამოთქმულ კრიტიკას პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ  დამსახურებულს უწოდებს.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, კონსტიტუციასთან დაკავშირებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს მსჯელობა.
„პრეზიდენტი მარგველაშვილი თუ შეეცდება, რომ წარადგინოს ეს ცვლილებები, როგორც მის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები, ძალიან საინტერესოა, რომელ მოდელში წარმოუდგენია თავი წარმატებულად, ეს კრიტიკა, რომელიც ქალბატონმა ეკამ გააჟღერა, დამსახურებულია, შესაბამისად, უნდა გამოვეთიშოთ ამ პიროვნულ ინტერესებს და უნდა შევეცადოთ, რომ ამაზე მაღლა დავდგეთ და ქვეყნის ინტერესებით ვიხელმძღვანელოთ“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ეკა ბესელიას თქმით, პრეზიდენტი, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას, ცდილობს, ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს მას წაერთვა რაიმე უფლებამოსილებები. მისივე თქმით, მოქმედი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილებებიც კი, არ იძლევა პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის სამართლებრივ საფუძველს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები