შალვა ხუციშვილი: იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა

„მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი ე.წ. შავ სიაში იქნება შეყვანილი და ის საქართველოში ვეღარ შემოვა“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტში განუცხადა.
“ამ ეტაზე რაც მოხდა, განპირობებული იყო იმით, რომ თავის დროზე არ იყო შეყვანილი სიაში. ჩვენ შევიყვანთ მას ამ სიაში და საქართველოში ვეღარ შემოვა”,- განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი მეუღლესთან ერთად საქართველოში რამდენიმე დღით, ტურისტული ვიზით იმყოფებოდა. ისინი საქართველოში სომხეთიდან ჩამოვიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები