კობახიძის პასუხი რატიანს – არც 9 წელს გახსენებთ, არც ქუჩაში ხალხის დახოცვას

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვას ხმაური მოჰყვა. დარბაზში შეკრებილების გაღიზიანება ”ევროპული საქართველოს” წევრის, სერგო რატიანის გამოსვლას მოჰყვა. ხმაურის განსამუხტად, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას გამომსვლელების მშვიდად მოსმენისკენ მოუწოდა.
”როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს გამოსვლა, დღეს ვართ შეკრებილი იმისთვის, რომ კონსტიტუცია განვიხილოთ. მე მინდა გთხოვოთ, რომ თითოეულ გამომსვლელს მოუსმინოთ მშვიდად. ასევე, ხაზგასმით მინდა გამომსვლელებს ვთხოვო, თვითონ ნუ მოახდენენ საზოგადოების პროვოცირებას. აქ იყო საუბარი პოლიტიკურ საკითხებზე, ბატონო სერგო, ჩვენ კონსტიტუციაზე უნდა ვისაუბროთ. საუბარი იყო ისეთ თემებზე, რომელიც თქვენ არ უნდა გეხსენებინათ. ჩვენ არ დაგვიწყია აქ 9 წელზე საუბარი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით. არც 9 წელს გახსენებთ, არც ქუჩაში ხალხის დახოცვას, არც არაფერს, ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს კონსტიტუციაზე“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო რატიანისა და დარბაზში შეკრებილთა მისამართით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები