“იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს”

“იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული, იური ლუჟკოვი არ უნდა დადიოდეს”, – ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა, სერგო რატიანმა გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო განხილვაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
”არ უნდა გვეუბნებოდნენ იმას, რომ პასპორტში არაფერი ეწერა. პუტინმა რომ გადმოკვეთოს ხვალ საზღვარი, საინტერესოა, იმას პასპორტში რაიმე უწერია? ან კიდევ სხვებმა რომ გადმოკვეთონ. ამიტომ, ეს არ უნდა ხდებოდეს იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიებიც არის ოკუპირებული და ის ჯარისკაცები, რომლებიც იცავდნენ ქვეყანას, იმათი გადაცემა არ უნდა ხდებოდეს, გია ცერცვაძის შემთხვევას ვგულისხმობ”,- განაცხადა რატიანმა.
სერგო რატიანის სიტყვით გამოსვლას დარბაზში ხმაური მოჰყვა. მოქალაქეთა ნაწილი „ევროპული საქართველოს“ წევრს ხმამაღალი შეძახილებით შეხვდა.
მოქალაქეებმა რატიანს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი გაახსენეს. პარლამენტის თავმჯდომარემ მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები