„პირდაპირი არჩევის წესის პირობებში, საპარლამენტო სისტემაში ხშირად ხდება, რომ ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე“

“როდესაც საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევ, აქ ჩნდება ძალიან დიდი დისბალანსი პრეზიდენტის ლეგიტიმაციასა და მის უფლებამოსილებებს შორის”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.
​როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პრობლემები სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული. მისი თქმით, ერთ-ერთი არის პრეზიდენტსა და მთავრობას შორის​ კომპეტენციებთან დაკავშირებით მუდმივი დავა, რაც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაშიც კი დაფიქსირდა.
”პრეზიდენტს აქვს ძალიან შეზღუდული უფლებამოსილებები საპარლამენტო სისტემაში, თუმცა ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, რაც ხშირად წარმოშობს პრობლემებს და ამ პრობლემებს ადასტურებს მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. პრობლემები სხვადასხვა სახით შეიძლება იყოს გამოხატული. ერთ-ერთი არის კომპეტენციებთან დაკავშირებით მუდმივი დავა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, რაც ევროკავშირის არაერთ ქვეყანაშიც კი დაფიქსირდა. მეორე პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ პირდაპირი არჩევის წესის პირობებში, საპარლამენტო სისტემაში ხშირად ხდება ისე, რომ ირჩევენ ოდიოზურ ფიგურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე, ევროკავშირის ქვეყნებშიც კი. თამამად შეიძლება ითქვას შემდეგი: იქ, სადაც საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტებს ირჩევენ არაპირდაპირი წესით, არსად სისტემური პრობლემა არ წარმოშობილა”, – განცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები