მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ

“ცენტრ პოინტის” დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს ახალი ადვოკატები დაიცავენ.
როგორც ჟურნალისტებს რჩეულიშვილის შვილმა, გუკა რჩეულიშვილმა განუცხადა, ამის მიზეზი საპროცესო შეთანხმებაზე მუშაობაა. მისი თქმით, წინა ადვოკატები სამოქალაქო დავებზე იყვნენ სპეციალიზებულნი.
„დედაჩემის ადვოკატის შეცვლაზე იყო საუბარი დღეს. საპროცესო შეთანხმებაზე ვმუშაობთ და ჩვენი ადვოკატები, ძირითადად, არიან სამოქალაქო დავის ადვოკატები, საპროცესოში კი იმდენი პუნქტია, რომ ამ საქმეს ახალი ადვოკატები სჭირდებოდა. ჯერ ადრეა საპროცესოს პირობებზე საუბარი, თუმცა ვმუშაობთ ამ თემაზე“, – აღნიშნა გუკა რჩეულიშვილმა.
ახალი ადვოკატების მიერ საქმის მასალების გაცნობის მიზნით, „ცენტრ პოინტის“ საქმეზე დღევანდელი სხდომა, დაცვის მხარის შუამდგომლობით გადაიდო.
საქმის განხილვა 25 მაისს განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები