გელა ზედელაშვილი გიორგი მამაცაშვილს: როცა თავებსაც დაიბანენ, იქით დაგიწყებენ ლანძღვას! უნდა გაუძლო!

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი „რეპორტიორის” გენერალურ დირექტორს, გიორგი მამაცაშვილს სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით მიმართავს:
„გიო (მამაცაშვილს მივმართავ), გახსოვს, ერთხელ რომ დამირეკე და შენს მომავალ თანამშრომელზე მკითხე, უნდა ვუპატრონო, სამსახურში მივიღო, თქვენთან მუშაობდა, მითხარი, გამოდგება თუ არაო?
მე გიპასუხე: არ ვიცი, არ ვიცნობ, გავლით იყო, ღირებული არაფერი შეუქმნია, შენი საქმისა შენ იცი-მეთქი.
ჰოდა, ახლა ის შენი ნაპატრონები, ვინმე თამარ ბატიაშვილი იძახის, საქათმეში ვმუშაობდიო.
ეგრეა, ჯერ იხვეწებიან, მერე ცოტა მოიკეთებენ ხოლმე და როცა თავებსაც დაიბანენ, იქით დაგიწყებენ ლანძღვას. პრინციპში, ეს ისეთი შეცდომებია, ვერ გაექცევი, უნდა გაუძლო და დაიკიდო!” – წერს ზედელაშვილი.

წყარო: http://reportiori.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები