ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ევროსაბჭოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროსაბჭოს არაობიექტურობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ის საქართველოს ოფიციალური პირების „პროპაგანდისტულ რიტორიკას იზიარებს“, რითიც საკუთარ ობიექტურობას და მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„საქართველო ცდილობს, დაამკვიდროს საერთაშორისო საზოგადოებაში აზრი, რომ არანაირი ქართულ-აფხაზური კონფლიქტი არ არსებობდა და არსებობს მხოლოდ საქართველო-რუსეთის კონფლიქტი. სწორედ ამის გამო, ევროსაბჭო სრულიად დაუსაბუთებელ დასკვნებს აკეთებს“, – წერია განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ასეთი დამოკიდებულების შედეგად, შეიძლება, ჟენევის დისკუსიების ფორმატი ჩაიშალოს, ეს კი „ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი მექანიზმია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები