დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული შეხვედრები შეაჯამა

6 May 2017. ADB President Takehiko Nakao (first row, ninth from right) and members of the ADB Board of Governors pose for a group photo at the opening session of the 50th Annual Meeting held in Yokohama, Japan.
“აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებები რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის მიღების თაობაზე, წარმატებით დასრულდა. აღნიშნული თანხები მიიმართება იმ ძირითადი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, რომელიც ჩვენ გაცხადებული გვქონდა წინასაარჩევნო პერიოდში”, -ამის შესახებ  საქართველოს პირველმა ვიცე- პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული ორმხრივი შეხვედრების შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, გაიმართა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, როგორც აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ისე აღნიშნული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ პირებთან, აგრეთვე, საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან გეგმასა და იმ რეფორმებზე, რომლებიც ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება. აქცენტი გაკეთდა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერაზე, რომელიც აღნიშნული რეფორმების განხორციელებისაკენაა მიმართული.
„აღნიშნული ფინანსური რესურსებით ქვეყნისთვის სტრატეგიული ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა შექმნის იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქვე, უნდა ითქვას, რომ ძირითადი ინფრასტრუქტურის, ქვეყნის რეგიონების ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზების მშენებლობა გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ქვეყნის ტრანზიტულ მნიშვნელობას”, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
5-6 მაისს, პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა იაპონიის ქალაქ იოკოჰამაში, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს 50-ე წლიურ შეხვედრაში. პირველი ვიცე-პრემიერი სიტყვით გამოვიდა ბიზნესსესიაზე, რომელსაც  ADB-ს მმართველთა საბჭოს წევრები და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ბანკის მმართველთა საბჭოში საქართველოს სწორედ ფინანსთა მინისტრი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები