გონიოში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)

გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სარფი-გონიოს გზატკეცილზე, სასტუმრო “თემოსთან” მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მსუბუქი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, “ოპელის” მარკის ავტომობილში მჯდარი ორი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა. “მერსედესის” მარკის ავტომობილში მყოფი მძღოლი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი მდგომარეობა კრიტიკულია.
​როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები