სოხუმის ე.წ. მერმა იტალიის ერთ-ერთ ქალაქთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა
სეპარატისტული რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სოხუმის ე.წ მერმა იტალიის საპორტო ქალაქ ბარისთან განზრახვების შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერა.
ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმომწერები ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაფართოებაზე, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებაზე, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე, ტურიზმის, სავაჭრო ურთიერთობებისა და ბიზნესის გაგანვითარებაზე შეთანხმდნენ.
სოხუმის ე.წ მერი და იტალიის ქალაქ ბარის წარმომადგენელი შეთანხმდნენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ურთიერთობების განსამტკიცებლად წელიწადში ერთხელ მონაცვლეობით ეკონომიკურ და სავაჭრო დელეგაციებს წარგზავნიან.
აფხაზური მედიის ცნობით, თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის დელეგაციამ, რომელთა შორის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გენადი გაგულია, ასევე, ქალაქ სოხუმის დე-ფაქტო მერი და სხვა პირები იმყოფებოდნენ, იტალიის რამდენიმე ქალაქში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან საქმიანი ვიზიტისას ორმხრივ თანამშრომლობებზე ისაუბრეს.