ლევან იზორია ირმა ნადირაშვილს პასუხობს

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია “ევროპული საქართველოს” წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას ეხმაურება.
ლევან იზორიას განცხადებით, ვერავინ დაუსახელებს მას ერთ ნათესავსაც კი, რომელიც თავდაცვის უწყებაში მუშაობს.
„ქალბატონი ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დები საქმიანობენ თავდაცვის უწყებაში, მაგრამ მე არც დანიშვნის და არც გათავისუფლების შემთხვევაში, პარტიული ნიშნით არ ვხელმძღვანელობ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევებს, თქვენ მიიღეთ საჯაროდ ინფორმაცია, რომ მათ გაიარეს შესაბამის კომისიაში კონკურსის წესით შეფასებები და დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას. მაგრამ პრინციპი გახლავთ ის, რომ თითოეულ საშტატო თანამდებობაზე არსებობს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ყველაფერი იქნება კანონის დაცვით და თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არავინ არ არის შეზღუდული. დამისახელეთ ერთი ნათესავი, რომელიც არის დასაქმებული ჩემს უწყებაში – ნეპოტიზმია, როცა ნათესავს ასაქმებ”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დეპუტატ სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და დეპუტატ თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე დაინიშნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები