საქართველოს მოქალაქეები სარფის საბაჟოზე, თურქეთის მხარეს შექმნილ ვითარებას აპროტესტებენ

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოების გამო, საქართველოს მოქალაქეებს რამდენიმესაათიანი ლოდინი უწევთ.
საქართველოს მოქალაქეების ინფორმაციით, საბაჟოზე, თურქეთის მხარეს სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და შეფერხებას სწორედ ეს იწვევს.
ამასთან, როგორც ისინი აცხადებენ, თურქი მებაჟეები მოქალაქეებს უხეშად ექცევიან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო – გამშვებ პუნქტზე, საქართველოს მხარეს, მოქალაქეებს გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები