საქართველოში დათბება

​გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს. მათივე ცნობით, 27 – 28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +18, + 23 გრადუსი იქნება.
29 – 30 აპრილს საქართველოს ცალკეულ რაიონებში სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები