არჩილ თალაკვაძე ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საჭიროა, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი განიხილოს. როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაძლოა, ელისო კილაძის მიერ სუს-ისა და სხვა ძალოვანი უწყებების მიმართ გამოთქმული ბრალდებები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა ძალამ პროვოკაციისთვის გამოიყენოს და მოახდინონ სუს-ის დისკრედიტაცია.
„მინდა კომენტარი გავაკეთო ელისო კილაძის საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ყურადღებით ვეკიდებით ამ საკითხს, მესმის მისი, როგორც დედის წუხილი, მაგრამ ამ ეტაპზე, აშკარაა, რომ ის ცდილობს, შვილის საკითხი მთლიანად სუს-ს და ბატონ გოგაშვილს დაუკავშიროს. ამ ფონზე, ჩნდება მაღალი ალბათობა, რომ ეს ფონი ვინემ გამოიყენოს. შესაძლოა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ან სხვა დესტრუქციულმა ძალებმა დაგეგმონ გარკვეული პროვოკაცია ქალბატონი ელისოს წინააღმდეგ და ეს გამოყენოს სუს-ის და ბატონი გოგაშვილის დისკრედიტაციისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, რომ საჭიროა, პროკურატურამ განიხილოს ელისო კილაძის დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის ინტენსიურად, მიზანმიმართულად ცდილობს, რომ აღნიშნული საკითხი დაუკავშიროს სუს-ს, განსაკუთრებით ბატონ სოსო გოგაშვილს, ამიტომ, საჭიროა, რომ პროკურატურამ განიხილოს მისი სპეციალური დაცვის პროგრამაში ჩართვის საკითხი, რომ ამ მიმართულებით ნებისმიერი კითხვები მოიხსნას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები