გიგლა აგულაშვილი ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, მოადგილე ეკატერინე გრიგალავასთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ჩხეიძესთან ერთად, ტურისტული გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. თბილისის მე-19 საერთაშორისო გამოფენა დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიხსნა და 29 აპრილამდე გაგრძელდება.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე დაცული ტერიტორიების სააგენტო დამთვალიერებლებს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ, ინტერაქტიულ საგამოფენო პავილიონს წარმოუდგენს. გამოფენის სტუმრები საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე არსებულ სერვისებს გაეცნობიან. სპეციალურად გამოფენისთვის, ახალი საპრომოციო მასალები მომზადდა.
დაცული ტერიტორიების საგამოფენო სტენდზე წარმოდგენილია ვირტუალური რეალობის სათვალეები (VR Oculus rift), რომლის დახმარებითაც, დამთვალიერებლები 3 დაცულ ტერიტორიაზე – მარტვილის და ბირთვისის კანიონებზე და ვაშლოვანის ეროვნულ პარკში შეძლებენ ვირტუალურ რეალობაში მოგზაურობას. ვიდეორგოლები 360-გრადუსიანი ხედვის მქონე, უახლესი ტექნოლოგიების კამერებითაა გადაღებული. დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ, ფოტოსურათები სპეციალურად მოწყობილ მღვიმის სფერულ ინსტალაციაში და ნავში გადაიღონ.
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების მხარდამჭერები არიან დაცული ტერიტორიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები