სოფელ აძვში დაკავებული ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ელდარ გუნდიშვილი გაათავისუფლეს. ელდარ გუნდიშვილი ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა. მასთან ერთად მყოფმა ახალგაზრდებმა გამოქცევა მოახერხეს, თუმცა 68 წლის ელდარ გუნდიშვილმა ე.წ. მესაზღვრეებისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.
ელდარ გუნდიშვილი უკვე მეორედ იყო დაკავებული.