საჩხერის სამედიცინო ცენტრი საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს

საჩხერის სამედიცინო ცენტრი 25-27 აპრილს უკრაინაში საერთაშორისო სამედიცინო ფორუმში  მონაწილეობს.
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ექიმები მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო ტურიზმთან დაკავშირებულ ფორუმში, სადაც საქართველოსთან ერთად, მონაწილეობენ ავსტრია, ბელორუსია, კორეა, ლატვია, ლიტვა, მალაიზია, გერმანია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ამერიკა, თურქეთი, უკრაინა, ფინეთი და ჩეხეთი.
ფორუმის მიზანია სამედიცინო ტურიზმის სფეროში საზოგადოების მეტად ინფორმირებულობა.
ფორუმში მონაწილეობას იღებენ სამედიცინო ცენტრები, სარეაბილიტაციო და ფსიქოლოგიური ცენტრები, კერძო კლინიკები, საავადმყოფოები, სანატორიუმები და სპა ცენტრები.
ასევე, ფორუმში მონაწილეობენ კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო პროგრამებში -სადაზღვევო კომპანიები, ტურისტული კომპანიები, საერთაშორისო ავიახაზები.
ფორუმის სამიზნე აუდიტორიაა: სამთავრობო ორგანიზაციები; ჯანდაცვის მომსახურების ცენტრები; ექიმები,;სამედიცინო ტურიზმის სპეციალისტები; ტურისტული კომპანიები; კომპანიები, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის სფეროში მოღვაწეობენ; სპეციალური სტუმრები; მყიდველები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები