4 შვილის დედა ყოფილმა ქმარმა ელექტროსადენით გაგუდა

40 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა. შემთხვევა თბილისში ორი დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალბატონი ყოფილმა მეუღლემ ელექტროსადენით გაგუდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.
“შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული გ.ჯ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1977 წელს დაბადებული მ.ვ. ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.ჯ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 108-ე მუხლით)”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მოკლულ ქალბატონს 4 შვილი დარჩა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები