სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს ორ მოქალაქეს აჩიკო და პაატა როგავებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში არიან ბრალდებულები. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, დაკავებისას პაატა როგავამ ე.წ. მესაზღვრეს წინააღმდეგობა გაუწია და მას ქვა ჩაარტყა. პაატა და აჩიკო როგავების წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ და „ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის“ მუხლებით.
პაატა და აჩიკო როგავები ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მკვიდრნი არიან. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამა-შვილი ცხენის საძებრად გადავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას მათი ნათესავები ავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები