თბილისში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის მოზარდი გადმოვარდა
თბილისში, ვაზისუბანში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სახურავიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, ბავშვის ცხედარი პირველად დედამ ნახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.