ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს

ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სამველ მანუკიანის ავტომობილს, გუშინ გვიან ღამით, ცეცხლი წაუკიდეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, დეპუტატის სახლის წინ მდგარ მანქანას დაუდგენელმა პირმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დამნაშავე მეზობლის მიახლოებისთანავე მიიმალა.
მცხოვრებლებმა სახანძრო გამოიძახეს, თუმცა ცეცხლის ჩაქრობა ბრიგადის მისვლამდე, საკუთარი ძალებით მოახერხეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები