ამერიკელმა სპეცრაზმელებმა სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

სირიის ტერიტორიაზე ამერიკელმა სპეცრაზმელებმა ტერორისტული დაჯგუფების – „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს. სპეცოპერაცია ქალაქ მაიადინის მახლობლად ჩატარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
მოკლული ტერორისტის სახელია აბდურაჰმან უზბეკი, ის, სავარაუდოდ, უზბეკეთიდან არის. პენტაგონში აცხადებენ, რომ მოკლული „ბოევიკი“ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის, აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის თანაშემწე იყო და ის სტამბოლის რამის კლუბზე 2017 წლის 1-ელ იანვარს მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები