ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს უვადო პატიმრობა მიესაჯა.  განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილიც ესწრებოდა.
უვადო პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ გუშინ ცნეს.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა გიორგი ხაბელაშვილმა ფონიჭალაში, 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით, შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე, მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ, ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები