საფრანგეთის პოლიციის ვარაუდით, პარიზზე თავდასხმა ტერორისტებმა განახორციელეს (ვიდეო)

0

საფრანგეთის პოლიციის ვარაუდით, პარიზზე თავდასხმა ტერორისტებმა განახორციელეს.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება,  ელისეის მინდვრებთან სპეცოპერაცია განხორციელდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულია ერთი პოლიციელი, ერთი კი დაჭრილია. რაც შეეხება თავდამსხმელს, ის ლიკვიდირებულია.

პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ელისეის მინდვრების ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა თავდასხმაში სულ მცირე ორი ადამიანი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი