ნაფიცმა მსაჯულებმა ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულს, ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი დამატებით რვა საათში, ხუთსაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოიტანეს.

ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

საქმის მასალების თანახმად,  “2016 წლის 22 თებერვალს,  ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა  მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ”.

გარდა, ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, “ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად,  ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები