რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შპიცბერგენზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ღონისძიებას პროვოკაციას უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შპიცბერგენზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ხაზით დაგეგმილ ღონისძიებას პროვოკაციას უწოდებს.

„ალიანსის მეირ შპიცბერგენზე სამხედრო ალიანსის მიერ მსგავსი ტიპის ღონისძიების ჩატარება არქიპელაგის სტატუსის შესახებ 1920 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას ეწინააღმდეგება. ამ ქმედებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც პროვოკაციას“, – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ სხდომის დღის წესრიგში გეოპოლიტიკას და არქტიკის რეგიონის მომავალს შორის ურთიერთკავშირის საკითხის განხილვაა შეტანილი. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ არქტიკაში არ არსებობს პრობლემები, რომელთა მოგვარებაშიც ნატოს მონაწილეობაა აუცილებელი.

“ამ რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების უსაფრთხოების ინტერესებს არ შეესაბამება“, – აცხადებენ ლავროვის უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები