ტრამპი ფილიპინებზე გამგზავრებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმდინარე წლის ნოემბერში ფილიპინებზე გამგზავრებას გეგმავს, სადაც ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ “Channel News Asia” იუწყება.
როგორც აშშ-ის ელჩმა ფილიპინებზე, მარსიანო პეინორმა განაცხადა, დონალდ ტრამპს და ფილიპინების პრეზიდენტს, როდრიგო დუტერტეს სატელეფონი საუბარი ჰქონდათ და ტრამპმა დაადასტურა, რომ იქ გამგზავრებას აპირებს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ სატელეფონო საუბრისას ტრამპმა მხარი დაუჭირა დუტერტეს ანტინარკოტიკულ პოლიტიკას და ის ვაშინგტონში მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები