ვლადიმერ მაიაკოვსკის 4 პოემის წარდგენა გაიმართება

23 აპრილს, 15:30 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიმართება ვახტანგ ჯავახაძის თარგმანის, ვლადიმერ მაიაკოვსკის 4 პოემის წარდგენა.
„მაიაკოვსკი ამბობდა: პოეზიის თარგმნა შეუძლებელია, მითუმეტეს – ჩემი ლექსებისაო.
მიუხედავად ამისა, მე მრავალი ლექსი და პოემა ვთარგმნე და მით უმეტეს – მაიაკოვსკის პოემები.
ახალგაზრდობა გათამამებს და ჩემმა ბიოგრაფიამაც მიბიძგა: მე დავასრულე ქუთაისის ვაჟთა პირველი სკოლა – მაიაკოვსკის გიმნაზია. ჩემი პირველი ლექსი, რომელიც 1947 წელს დაიბეჭდა, სწორედ მაიაკოვსკის ეძღვნებოდა“, –  აღნიშნავს მთარგმნელი ვახტანგ ჯავახაძე.
გარდა პოემებისა – ვახტანგ ჯავახაძემ თარგმნა აგრეთვე მაიაკოვსკის ლექსი „გამოთხოვება“. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები