პარლამენტში ემზარ კვიციანი და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ – “შე არაკაცო, ნაბ…რო” (ვიდეო)

პარლამენტში დეპუტატები ემზარ კვიციანი და გიგა ბოკერია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტი  სუს-ის უფროსის ანგარიშის მოსმენის დახურვის საკითხმა გამოიწვია. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა აღნიშნულ საკითხზე მოკლე განცხადება გააკეთა: „რა მნიშვნელობა აქვს,  ღია იქნება თუ დახურული,  ბატონო ვახტანგ, თქვენ უკეთ იცით –   როდესაც უცხო ქვეყნის  რეზიდენტი – გიგა ბოკერია გვიზის  აქ,  გინდ დახურეთ და გინდა გახსენით“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა პარლამენტის სხდომაზე.
კვიციანის რეპლიკას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სიცილი, ბოკერიას მხრიდან კი შეურაცხმყოფელი რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ბოკერიასთან მისვლა დააპირა, თუმცა ის მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი  ვახტანგ გომელაური   სუს-ის მიერ გაწეული საქმიანობის ყოველწლიური  ანგარიშით წარდგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები