ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში-უფროსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას პნევმონია დაუდგინდა. ამის შესახებ ბუშის პრესმდივანმა, ჯიმ მაკგრატმა განაცხადა.
„აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ჰერბერტ უოკერ ბუში ჰიუსტონის ჰოსპიტალში მიიყვანეს, ვინაიდან მას ძლიერი ხველა ჰქონდა და ნორმალურად სუნთქვას ვერ ახერხებდა. ჯორჯ ბუშს პნევმონიის იოლი ფორმა დაუდგინდა და მკურნალობამ დადებითი შედეგი მისცა“ , – განაცხადა ბუშის პრესმდივანმა.
ამჟამად ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები