აშშ-ის პრეზიდენტი სამუშაო ვიზების გაცემის წესს ცვლის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დროებითი სამუშაო ვიზების გაცემის წესების შეცვლის შესახებ ბრძანებულება გამოსცა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ბრძანებულებას უკვე დაარქვეს “შეიძინე ამერიკული, დაასაქმე ამერიკელი“ (Buy America, Hire America). ტრამპმა მას ვისკონსინის შტატში ერთ-ერთი ქარხნის მონახულების დროს მოაწერა ხელი.
ტრამპმა იუსტიციის, შინაგან საქმეთა და ნაციონალური უშიშროების სამინისტროებს დასაქმების პროგრამის ცვლილების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება დაავალა. მისი თქმით, „ამით მთელ მსოფლიოს სიგნალი უნდა გავუგზავნოთ, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მუშახელის ინტერესებს დავიცავთ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები