რუსული ბომბდამშენები ალასკის სანაპიროს მიუახლოვდნენ – აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა
ალასკის სანაპიროს ორი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი „სუ-95“ მიუახლოვდა. ამის გამო შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში განგაში გამოცხადდა და მათ შესაკავებლად F-22-ის ტიპის ორი ავიაგამანადგურებელი აფრინდა. ამის შესახებ ტელეკომპანია “Fox News”-ი იუწყება.
ინციდენტი კუნძულ კადიაკის მახლობლად მოხდა. ამერიკული ავიაგამანადგურებლები რუსულ თვითმფრინავებს 12 წუთის განმავლობაში მოჰყვებოდნენ, შემდეგ კი რუსულმა ბომბდამშენებმა კურსი შეცვალეს და რუსეთის ტერიტორიის მიმართულებით გაფრინდნენ.
“Fox News”-ის ინფორმაციით, ბოლოს რუსული ბომბდამშენები ამერიკის სანაპიროს 2015 წლის ივლისში მიუახლოვდნენ.